კორპორატიული ტაქსი

ბიზნეს კლასის მომსახურება

კორპორატიული ტაქსი არის პერსონალიზირებული სერვისი ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ რეგულარული ან დროებითი სატრანსპორტო მომსახურება. კორპორატიული მომსახურება ბევრად მოსახერხებელია ჩვენი კლიენტებისთვის, რადგან ყველაფერი ხდება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით და ანგარიშწორება საბანკო გადარიცხვებით.

თბილისის ტაქსის კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებთან, სასტუმროებთან, ფედერაციებთან და კლუბებთან. ჩვენ რეგულარულად ვმონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებში თბილისსა და მის შემოგარენში. ხშირ შემთხვევაში კორპორატიული ტაქსისათვის ვიყენებთ უფრო მაღალი კლასის ავტომობილებს, ტაქსის ეკიპირების გარეშე.

ეს ბიზნეს კლასის სატრანსორტო მომსახურებაა. ამ შემთხვევაში ჩვენი მძღოლების პროფესიონალიზმი და მანქანების ხარისხი, ორგანიზაციის სახეს წარმოადგენენ და მას იმიჯს უქმნიან. ამიტომ ჩვენ გასაკუთრებული ყურადღებით უდგებით კორპორატიული ტაქსით მომსახურებას.

გაინტერესებთ კორპორატიული ტაქსის მომსახურება?

გთხოვთ მოგვწეროთ:

  1. თქვენი ორგანიზაციის რეკვიზიტები
  2. თარიღი, როდისთვის გჭირდებათ მომსახურება
  3. მანქანების, გადასაყვანი მგზავრების რაოდენობა
  4. ადგილი, მარშუტები, მიმართულებები…

გთხოვთ მაქსიმალურად დეტალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი მოთხოვნის შესახებ. ჩვენ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით, ავარჩევთ და გავანაწილებთ მანქანებს მგზავრების რაოდენობის მიხედვით, გავთვლით დროისა და მიმართულებების გათვალისწინებით საუკეთესო მარშუტებს.

კორპორატიული ტაქსის ტარიფები

კორპორატიული ტაქსის სერვისი ინდივიდუალურია, შესაბამისად მომსახურების ტარიფი არასტანდარტული. განსხვავებით ჩვეულებრივი ტაქსის მომსახურებისა, კორპორატიული ტაქსის ტარიფები უფრო მაღალია, რამეთუ ამ შემთხვევაში მძღოლი და მანქანა გათვლილია უშუალოდ თქვენი ოგანიზაციის მომსახურებისათვის, რასაც უფრო მეტი დრო ესაჭიროება. გამომდინარე აქედან წინასწარ მომზადებული სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვანია. ჩვენ შევეცდებით ოპტომიზაცია გაუკეთოთ სამოქმედო გეგმას, რაც ავტომატურად დადებითად იმოქმედებს მომსახურების ფასზე.

დაზოგეთ თქვენი დრო, ჩვენ სატრანსპორტო მომსახურების სპეციალისტები ვართ.